კომისიის სხდომები

2- 4 მაისს, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საკრებულოს ხუთივე კომისიამ კომისიის სხდომები ჩაატარა.
სხდომამ განიხილა შემდეგი საკითხები:

1. მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრისთვის ს.ნ: 235447628, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების: (საბავშვო ბაღები) მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ნაკვეთის ს.კ: 41.08.34.331 და მასზე განთავსებული №1 და №2  ნაგებობების, სოფელ  ონოღიის  ადმინსტრაციულ  ერთეულში მდებარე მიწის ნაკვეთის ს.კ: 41.02.31.442 და მასზე განთავსებული №1 და №2 ნაგებობების და სოფელ დიდიჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე მიწის ნაკვეთის ს.კ:41.15.35.236 და მასზე განთავსებული  №1; №2; №3; №4 ნაგებობების, უსასყიდლო უზუფრუქტის წესით (არსებობის ვადით) გადაცემის თაობაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.

/მომხსენებელი-ელიზბარ ახვლედიანი, საკრებულოს სოციალურ  საკითხთა კომისიის         თავმჯდომარე/

2.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 დეკემბრის  №27 დადგენილებაში ცვლილების შტანის თაობაზე.

/მომხსენებელი- ზურაბ მელიავა, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა    კომისიის თავმჯდომარე/

3. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ.

/მომხსენებელი- კახაბერ ჯგერენაია,  სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე/

4.ქალაქ მარტვილის ადმინისტრაციულ ერთეულში, გახოკიძის ქუჩა №5-ში მდებარე მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულიების არასაცხოვრებელი ფართიდან ს.კ: 41.09.37.515.01.500, პირველ სართულზე არსებული 11.48 კვ.მ და 18.89 კვ.მ ფართის ორი ოთახის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურენობის სამინისტროს ს.ს.ი.პ „სურსათის ეროვნული სააგენტო“-სთვის უსასყიდლოდ, ხუთი წლის ვადით, თხოვების უფლებით გადაცემაზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.

/მომხსენებელი-შალვა ბახია, საკრებულოს ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და         სივრცით-   ტერიტორიული დაგეგმარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე/

5.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებულ ს.კ: 41.09.32.888 მიწის ნაკვეთზე (მდებარე ქ. მარტვილის ადმინისტრაციულ ერთეულში) აშენებული ნაგებობის (აგრო ბაზარი) შიდა სასარგებლო 184 კვ.მ ფართის ქირის საწყისი წლიური  საფასურის ოდენობად, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნით  წარმოდგენილი თანხის (190400 ლარი) 8% ოდენობით განსაზღვრაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.

/მომხსენებელი-ლაშა ქობალია,  საკრებულოს  სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ადგილობრივი მნიშვნელობის  ბუნებრივი რესურსების გამოყენების და მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე/

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content